ზვიად დოლიძე

კინომცოდნე (კინოისტორიკოსი), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი. შვიდი წიგნის ავტორი ქართული და მსოფლიო კინოს შესახებ, 50-ე მეტი სამეცნიერო სტატიის (დაბეჭდილია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, რამდენიმე წიგნის, ჟურნალისა და კრებულის რედაქტორი, საერთაშორისო კინოფესტივალების (ბულგარეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ბელარუსი, უნგრეთი და სხვ.) ჟიურის წევრი, ასოციაცია „სინერამას“ აღმასრულებელი დირექტორი, აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი, თბილისის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალის „ოქროს პეპელა“ აღმასრულებელი დირექტორი.

ზვიად დოლიძე