ვიქტორია იაკუბოვა – შნაიდი

პარიზში მცხოვრები კინორეჟისორი და მწერალი, რომელიც დაიბადა ტაშკენტში, უზბეკეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირში. 13 წლის ასაკში, 90-იანი წლების მოვლენების გამო, ის ოჯახთან ერთად ემიგრაციაში მიდის ისრაელში. მოგვიანებით გადადის პარიზში, რათა განახორციელოს მისი ცხოვრების ოცნება -გახდეს რეჟისორი. სწავლას აგრძელებს პარიზის კინოსკოლაში და იღებს მრავალ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს. მუშაობს პროდაქშენში რობ ნილსონის და სხვათა ფილმებზე. გარდა სცენარებისა, ის წერს პიესებს . ისრაელში დგამს თავის პიესას „ბარბარა და ბარონესას. 2014 წელს ვიქტორია იაკუბოვა-შნაიდი ბრუნდება სამშობლოში-ისრაელში და იღებს მოკლმერაჟინ ფილმს- განძი 2016 წელს ვიქტორია მიდის ყაზახეთში და იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს / OLMA DJON”. დღეს რეჟისორი მუშაობს თავის მომავალ სრულმეტრაჟიან ფილმზე "Cinecittà". მრავალ ქვეყნებს შორის ცხოვრების გამო ის ხშირად ციტირებს ხოდოროვსკის სიტყვებს - „ჩემი სამშობლო ჩემს ფეხსაცმელებშია“

ვიქტორია იაკუბოვა  – შნაიდი